დრო ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ყოველი წუთი, ყოველი წამი განუმეორებელია. ვერასოდეს დააბრუნებ წარსულს. მისი მნიშვნელობის და პრაქტიკული გამოყენების გამო დროის გასაზომად გამიოგონეს ხელსაწყო "საათი". პირველი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ადამიანმა შეძლო დროის გაზომვა, იყო მზის საათი. ჰორიზონტალურ სადგამზე ვერტიკალურად დარჭობილი ჯოხი, რომელსაც ჰქონდა დანაყოფებიანი წრე-ციფერბლატი. ჯოხის ჩრდილის სიგრძე და მიმართულება მიუთითებდა მზის სიმაღლეს და მდგომარეობას მერიდიანის მიმართ. დღის განმავლობაში მზის ჩრდილი ეცემოდა ციფერბლატს და წრეზე მოძრაობდა. ასე საზღვრავდნენ დროს ეგვიტესა და საბერძნეთში ძვ.წ.აღ- ით ||| ათასწლეულში. საქართველოში გელათის სამანასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს მინაშენზე მე-13 საუკუნეში გამოსახეს მზის საათი, რომლითაც მზის დახრილობის მიხედვით გებულობნენ დროს.
უკვე II ათასწლეულში ჩვ. წ-მდე ინდოეთსა და სხვა ქვეყნებშიც იყენებდნენ წყლის საათს. დროს აღრიცხავდნენ დანაყოფებიან ჭურჭელში სავზე რეზერვუარიდან თანაბარი ინტერვალებით წვეთ-წვეთად ჩამდინარე წყლის დაგროვილი რაოდენობის მიხედვით.
გარდა ამ ორი ტიპის საათისა, აგრეთვე გამოიყენებოდა სანთლის საათი სპეციალურ სადგამზე დამაგრებული სანთელი ნელა იწვოდა, ხოლო მის უკან მდგარი საზომის საშუალებით ხდებოდა გასული დროის პერიოდის დადგენა.
შუა საუკუნეებში რაინდები შერკინებისას დროის გასაზომად ქვიშის საათს იყენებდნენ. ბოლო მთავრდებოდა მაშინ, როცა ქვიშის საათის ერთი ნაწილი მეორეში ჩაიცლებოდა.
მექანიკური საათები მე-6 საუკუნიდან მოიხსენიება. საათის კონსტრუქციამ და სამოძრაო მექანიზმმა დიდი ცვლილებები განიცადა. თანამედროვე მექანიკური საათის გამომგონებელია კრისტიან ჰიუიგენსი, რომელმაც 1657 წელს საათის ისრების ასამოძრავებლად ქანქარა გამოიგონა.
საათის მუშაობა ემყარება მუდმივ პერიოდულ პროცესებს (დედამიწის ბრუნვას, ელექტრულ რხევებს, ქანქარას, კვარცის ფირფიტასა და მოლეკულაში ატომების რხევებს და სხვა). საათი არის საყოფაცხოვრებო (მაჯის, მაგიდის, კედლის, კოშკისა და ა. შ.) და სპეციალური დანიშნულებისა (რადიოშუქურის, სასიგნალო, საპროცედურო, ასტრონომიური, საჭადრაკო, სატაბელო და სხვა). მეტად ზუსტია კამერტონიანი საათი, რომელშიც გამოყენებულია კამერტონის სტაბილური რხევები (ცდომილება დღე-ღამეში ± 0,1 წმ), კვარციანი საათის მუშაობა ემყარება პიეზოელექტრულ ეფექტს [ცდომილება 100 ნწმ (10-7 წმ)]. მოლეკულური და ატომური საათის სვლის კორექტირება ხდება მოლეკულური გენერატორით [ცდომილება 100 ნწმ (10-9 წმ)].
XX საუკუნიდან ჩნდება ე.წ ატომური და კვარცის საათები, რომელთა სვლის სიზუსტე ფანტასტიკურად დიდია. ამ საათებში ქანქარას როლს შესაბამისად ატომური და კვარცის გენერატორები ასრულებს. ასეთი საათების ყველაზე სრულყოფილ სახეობას ელექტრონული საათი ეწოდება. დღეს დღეისობით ყველაზე პრესტიჟული საათის მწარმოებელ ფირმად ითვლება; როლექსი, კასიო, სიტიზენი და სეიკო.
Комментариев нет:
Отправить комментарий