суббота, 14 июля 2012 г.

გენიოსი-------------- ალბერტ აინშტაინი


ალბერტ აინშტაინი გენიოსად მხოლოდ ფიზიკაში უდიდესი აღმოჩენების გამო არ ითვლება. პროფესორი აინშტაინი იყო ფილოსოფოსი, რომელსაც ყველაფერთან ერთად შესანიშნავად ესმოდა წარმატების მიღწევის კანონებიც და ისევე ნათლად ხსნიდა მათ, როგორც თავის განტოლებებს.

ეს კი მისი 10 გამონათქვამია სიბრძნის იმ უსასრულო ზღვიდან, რაც ამ მართლაც საოცარმა ადამიანმა ცხოვრების გასაადვილებლად დაგვიტოვა.



1. ადამიანს, რომელიც არასოდეს შემცდარა, არასდროს უცდია რამე ახლის გაკეთება.
ადამიანთა უმრავლესობა არ ცდილობს გააკეთოს რამე ახალი, სწორედ შეცდომის დაშვების შიშით. არ უნდა გეშინოდეთ. ხშირად ადამიანი მარცხის მერე უფრო ხვდება წარმატების საიდუმლოს.

2. განათლება არის ის, რაც რჩება ადამიანს, როცა ყველაფერი დაავიწყდება, რაც სკოლაში ასწავლეს.
30 წლის შემდეგ თქვენ უეჭველად დაგავიწყდებათ ყველაფერი, რასაც სკოლაში გასწავლიდნენ. გემახსოვრებათ მხოლოდ ის, რაც სინამდვილეში თავად ისწავლეთ.

3. ჩემს წარმოსახვაში მე თავისუფალი ვარ ვხატო, როგორც მხატვარმა. წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია! ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვა კი სამყაროს მოიცავს.
ის, რასაც დღეს კაცობრიობამ მიაღწია, ჩვენი პაპის პაპების წარმოსახვის წყალობითაა. მომავლის მიღწევები კი ჩვენი წარმოსახვის შედეგი იქნება.

4. შემოქმედების საიდუმლოება მდგომარეობს საკუთარი აღმაფრენის წყაროთა დაფარვის უნარში.

5. ადამიანი ფასდება იმით, თუ რას აძლევს იგი ადამიანებს და არა წარმატებით. ეცადეთ, იყოთ არა წარმატებული, არამედ დაფასებული ადამიანი.
თუ შევხედავთ დიდ ადამიანებს, დავინახავთ, რომ თითოეულ მათგანს აქვს რაღაც მიცემული კაცობრიობისთვის. უნდა გასცეთ, რათა გქონდეთ აღების შესაძლებლობა. როცა თქვენი მიზანი ამ ქვეყანაზე ფასეულობათა გამრავლება ხდება, ცხოვრების ახალ საფეხურზე ადიხართ.

6. შეგიძლიათ იცხოვროთ ორნაირად: გჯეროდეთ, რომ სასწაული არ არსებობს, ან გჯეროდეთ, რომ ყოველივე ამ სამყაროში - სასწაულია.
თუ ისე იცხოვრებთ, თითქოს არავითარი სასწაული არ არსებობს, წინააღმდეგობები არ გექნებათ. ხოლო თუ თქვენთვის ყველაფერი სასწაულია, ცხოვრების უმნიშვნელო სილამაზითაც დატკბებით. ორივე ხერხით ცხოვრება კი ბედნიერს და წარმატებულს გაგხდით.

7. როცა ვსწავლობ საკუთარ თავსა და აზროვნების წესს, მივდივარ დასკვნამდე, რომ წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე აბსტრაქტული აზროვნების სხვა ნებისმიერი ნიჭი.
მიეცით თქვენს წარმოსახვასა და ფანტაზიას შესაძლებლობა, შექმნას ისეთი სამყარო, სადაც ისურვებდით ცხოვრებას.

8. ცხვრის ფარის სრულუფლებიან წევრად რომ იქცე, ჯერ ცხვარი უნდა იყო.
თუ გსურთ წარმატებული მეწარმე გახდეთ, ბიზნესი ახლავე უნდა დაიწყოთ. დაწყების სურვილი, მაგრამ შედეგების შიში შედეგს არ მოგიტანთ. და ეს წესი ცხოვრების ყველა სფეროში მოქმედებს.

9. ჯერ თამაშის წესები უნდა ისწავლო. მერე კი ყველაზე უკეთ თამაში.
ყოველივე გენიალური - მარტივია.

10. ძალიან მნიშვნელოვანია არ შეწყვიტოთ კითხვების დასმა. ცნობისმოყვარეობა ადამიანს შემთხვევით არ მისცემია.
სწორი გადაწყვეტილების საპოვნელად ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის სვამენ კითხვებს. შეეკითხეთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. ახლის გაგებასთან ერთად საკუთარი ზრდის გაანალიზებასაც მოახერხებთ.

მათემატიკა, როგორც ტერმინი

მათემატიკა არის მეცნიერება,
რომელიც ეფუძნება აბსტრაგირებას,
დედუქციურ მსჯელობას და
სიმბოლურ ლოგიკას. ზოგჯერ
მათემატიკას აღწერენ როგორც
მეცნიერებას რიცხვების,
გეომეტრიული ფიგურების და
გარდაქმნების შესახებ. უფრო
ფორმალური თვალთახედვით
მათემატიკა სწავლობს აქსიომატურად განმარტებუ აბსტრაქტულ
მათემატიკურ სტრუქტურებს.
ერთის მხრივ მათემატიკა იქმნება წმინდა თეორიული
ინტერესების გამო – წმინდა მათემატიკა. მეორეს მხრივ
მათემატიკური კვლევა სათავეს იღებს საბუნებისმეტყველო
მეცნიერებებიდან, გამოიყენება ინჟინერიაში, მედიცინაში და
ეკონომიკაში – გამოყენებითი მათემატიკა.
ტერმინი მათემატიკა ბერძნული წარმოშობისაა, μάθημα (máthema)
„მეცნიერებას, ცოდნას, სწავლას“ ნიშნავს, ხოლო μαθηματικός
(mathematikós) – „სწავლის მოყვარულს“.
ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ერთ-ერთ საყოველთაოდ აღიარებულ საოცრებად კაცობრიობამ პირამიდები მიიჩნია. ბუნებრივია, რომ მათი გახსენების დროს, თქვენ პირველ რიგში, გაგონდებათ ძველი ეგვიპტეს ცნობილი პირამიდები. მაგრამ ისინი  ხომ  არა მხოლოდ აფრიკის კონტინენტზე აღმოაჩინეს, არამედ ლათინურ ამერიკაში - მექსიკაში, აზიაში - ჩინეთში,  ევროპაშიც - ბოსნიაში, იტალიაში, ესპანეთში, ქორვატიაში, სერბეთში, სლოვენიაში, საბერძნეთში, თურქეთში, ინგლისში, საფრანგეთში და ა.შ.  
იმავდროულად, უძველეს ეპოქაში შექმნილი ელემენტარული დათვლიდან, თანამედროვე ურთულეს თეორიებსა და აღმოჩენებამდე უდიდეს საოცრებას წარმოადგენდა და წარმოადგენს  - მათემატიკა. თვით, ამ მართლაც საოცარი ნაგებობების, პირამიდების აგებაც შეუძლებელი იქნებოდა ზუსტი მათემატიკური გაანგარიშების გარეშე. აგრეთვე, საკმაოდ დიდი ხნის წინ დადგინდა, რომ მათემატიკა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ზუსტი მეცნიერება, არამედ ის აყალიბებს ლოგიკური აზროვნების კულტურას, ხელს უწყობს მეხსიერების, ყურადღების, შემოქმედებითი წარმოდგენის, დაკვირვებულობისა და მსჯელობის თანმიმდევრობის განვითარებას.
შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ მარტივი ხასიათის არითმეტიკულ მოქმედებებშიც კი თურმე შესაძლებელია, რომ აღმოაჩინო მცირე, მაგრამ მაინც საოცრება, გასაკვირი ალგორითმი.
მაგალითისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ეს მართლაც საოცარი მათემატიკური პირამიდა:  
კარგად დააკვირდით ამ პირამიდას, ყოველმხრივ გაანალიზეთ ის - მართლაც ხომ საოცარია? რას ხედავთ? გარდა წმინად მათემატიკური მიდგომისა რა დაინახეთ მასში?
 თუ მიგაჩნიათ, რომ შემოქმედებითი ადამიანი ხართ და გიზიდავთ უნიკალური ნაშრომის შექმნა ან მოძიება, მოიფიქრეთ ან მოძებნეთ რამე საოცარი და გააცანით სხვა ადამიანებს.