ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ერთ-ერთ
საყოველთაოდ აღიარებულ საოცრებად კაცობრიობამ პირამიდები მიიჩნია.
ბუნებრივია, რომ მათი გახსენების დროს, თქვენ პირველ რიგში, გაგონდებათ
ძველი ეგვიპტეს ცნობილი პირამიდები. მაგრამ ისინი ხომ არა მხოლოდ
აფრიკის კონტინენტზე აღმოაჩინეს, არამედ ლათინურ ამერიკაში - მექსიკაში,
აზიაში - ჩინეთში, ევროპაშიც - ბოსნიაში, იტალიაში, ესპანეთში,
ქორვატიაში, სერბეთში, სლოვენიაში, საბერძნეთში, თურქეთში, ინგლისში,
საფრანგეთში და ა.შ.
იმავდროულად, უძველეს ეპოქაში შექმნილი
ელემენტარული დათვლიდან, თანამედროვე ურთულეს თეორიებსა და აღმოჩენებამდე
უდიდეს საოცრებას წარმოადგენდა და წარმოადგენს - მათემატიკა. თვით, ამ
მართლაც საოცარი ნაგებობების, პირამიდების აგებაც შეუძლებელი იქნებოდა
ზუსტი მათემატიკური გაანგარიშების გარეშე. აგრეთვე, საკმაოდ დიდი ხნის წინ
დადგინდა, რომ მათემატიკა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ზუსტი მეცნიერება,
არამედ ის აყალიბებს ლოგიკური აზროვნების კულტურას, ხელს უწყობს
მეხსიერების, ყურადღების, შემოქმედებითი წარმოდგენის, დაკვირვებულობისა და
მსჯელობის თანმიმდევრობის განვითარებას.
შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ მარტივი
ხასიათის არითმეტიკულ მოქმედებებშიც კი თურმე შესაძლებელია, რომ აღმოაჩინო
მცირე, მაგრამ მაინც საოცრება, გასაკვირი ალგორითმი.
მაგალითისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ეს მართლაც საოცარი მათემატიკური პირამიდა:
კარგად დააკვირდით ამ პირამიდას,
ყოველმხრივ გაანალიზეთ ის - მართლაც ხომ საოცარია? რას ხედავთ? გარდა
წმინად მათემატიკური მიდგომისა რა დაინახეთ მასში?
თუ მიგაჩნიათ, რომ
შემოქმედებითი ადამიანი ხართ და გიზიდავთ უნიკალური ნაშრომის შექმნა ან
მოძიება, მოიფიქრეთ ან მოძებნეთ რამე საოცარი და გააცანით სხვა ადამიანებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий