რამდენად სწრაფად ვმოძრაობთ?
ფრანგმა სპორტსმენმა ჟიულ ლიადუმეგმა მსოფლიო სახელი იმით მოიხვეჭა, რომ ერთი კილომეტრი 2 წუთსა და 23.6 წამში გაირბინა! თუ ქვეითად მავალის ჩვეულებრივ სიჩქარესთან — 112 მეტრი წამში — შესადარებლად პატარა გამოანგარიშებას მოვახდენთ, აღმოჩნდება, რომ ლიადუმეგი წამში 7 მეტრს გარბოდა, თუმცა ეს სიჩქარენი სავსებით შესადარნი როდი არიან, ქვეითად მავალს შეუძლია დიდხანს იაროს, საათობით, და საათში ხუთ-ხუთი კილომეტრი აკეთოს, სპორტსმენს კი მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში შეუძლია შეინარჩუნოს რბენის მნიშვნელოვანი სისწრაფე. სამხედრო ქვეითი ნაწილის ჩქარი ნაბიჯით სვლა უფრო ნელია, ვიდრე მორბენალისა, მართალია სამხედრო ნაწილი აკეთებს წამში 2 7 კილომეტრზე ცოტა მეტს, მაგრამ სპორტსმენთან მას ის უპირატესობა აქვს, რომ შეუძლია მნიშვნელოვნად უფრო დიდი გადასვლები გააკეთოს. მეტრს, ანუ საათში
საინტერესოა ადამიანის ნორმალური სვლა შევადაროთ ისეთი ზოზინა, საანდაზოდ ნელი მოძრაობის ცხოველების სვლას, როგორიცაა ლოკოკინა ან კუ. ლოკოკინა სავსებით ამართლებს ანდაზაში მის შესახებ გამოთქმულ აზრს: ლოკოკინა გადის 112 მილიმეტრს წამში, ანუ 512 მეტრს საათში, ე.ი. ადამიანზე ათასჯერ უფრო ნაკლებს! ბევრად არც მეორე კლასიკურად ნელი ცხოველი გაუსწრებს მას: კუს ჩვეულებრივი სიჩქარეა — 70 მეტრი საათში.
ლოკოკინასა და კუსთან შედარებით უფრო მარდი ადამიანი სულ სხვანაირად წარმოგვიდგება, თუ მის სვლას შევადარებთ სხვა, არც თუ ისე სწრაფ მოძრაობებთან გარემო ბუნებაში. მართალია იგი ადვილად გაუსწრებს ვაკე ადგილის უმეტეს მდინარეების წყლის დინებას და ბევრად არ ჩამორჩება ზომიერ ქარს. მაგრამ გაჯიბრება ბუზთან, რომელიც 5 მეტრს მიფრინავს წამში, მას მხოლოდ თხილამურებით შეუძლია. კურდღელსა და სანადირო ძაღლს ადამიანი გაჭენებული ცხენითაც ვერ გაასწრებს. არწივთან შეჯიბრება ადამიანს ხომ მარტო თვითმფრინავით შეუძლია.
ადამიანი თავის მიერვე შექმნილი მანქანის წყალობით, ქვეყნიერების უსწრაფეს არსებათა რიგში დგას. ადამიანს ხმელეთზე უფრო სწრაფად შეუძლია მოძრაობა, ვიდრე წყალზე. მსუბუქი კრეისერების სიჩქარე საათში 75 კილომეტრს, ამავე დროს არის ისეთი ელექტრომატარებლები, რომლებიც საათში 175 კილომეტრს აკეთებენ, ხოლო გაუმჯობესებული კონსტრუქციის ვაგონები საათში 206 კილომეტრის სიჩქარესაც ანვითარებენ.
ინჟ. პოლუიანმა და ივანოვმა შეიმუშავეს ზესიჩქარის მატარებელის (ავტომორისის) კონსტრუქცია, რომელსაც ჩვეულებრივ სარელსო ლიანდაგზე შეუძლია მიაღწიოს სიჩქარეს — 250 კმ საათში (ნახ. 1.2 ). ამ მხრივ ავტომობილი კიდევ უფრო შორს წავიდა; შეჯიბრში მიღწეულია სიჩქარე 435 კმ საათში. ამ მანქანის — “ლურჯი მტრედის” — პატრონს განზრახული აქვს უფრო მეტ სისწრაფეს მიაღწიოს: საათში 480 კმ.
ყველა ამ მიღწევებს ავიაციამ ბევრად გადააჭარბა. თვითმფრინავი-გამანადგურებელი ჩვეულებრივი ფრენის დროს საათში 360 კმ აკეთებს, ჰიდროპლანი კი კიდევ უფრო დიდ სისწრაფეს ანვითარებს. 1934 წლის შემოდგომაზე, იტალიელმა მფრინავმა ანჯელომ ჰიდროპლანით დაამყარა სიჩქარის რეკორდი ფრენაში — 709 კმ საათში; 1939 წელს დამყარებული რეკორდი აღწევდა 786 კმ საათში.
თვითმფრინავის სიჩქარის შემდგომი გადიდება რეაქტიული ძრავების ხარჯზე მოდის. ასე რეკორდი, რომელიც ინგლისის გამანადგურებელმა “მეტეორმა” რეაქტიული ძრავით დაამყარა, — საათში 977 კმ უდრის.
ზედმეტი არ იქნება, რომ ახლა მკითხველმა ჩაათვალიეროს სიჩქარეთა შემდეგი ტაბულა:
ლოკოკინა | |
კუ | |
თევზი | |
ქვეითად მავალი | |
ცხენოსანი ჯარი ნაბიჯით | |
ცხენოსანი ჯარი ჩორთით | |
ბუზი | |
მოთხილამურე | |
ცხენოსანთა ჯარი ჭენებით | |
სახაზო გემი | |
კურდღელი | |
მსუბუქი კრეისერი | |
არწივი | |
მონადირე ძაღლი | |
რკ-გზის მატარებელი | |
ავტომობილი (რეკორდი) | |
თვითმფრინავი-გამანადგურებელი | |
ბგერა ჰაერში | |
დედამიწა ორბიტაზე |
ამნაირად, ადამიანის ხელით შექმნილი მექანიზმებიდან ყველაზე სწრაფად მოძრაობენ აეროპლანი და ავტომობილი.
კიდევ უფრო სწრაფად მიჰქრიან ტყვიები და ყუმბარები. თოფის ლულიდან ტყვია იტყორცნებიან 800−900 მ სიჩქარით წამში, (ხოლო ტანკსაწინააღმდეგო თოფის ტყვიის სისწრაფე — 1,600 მეტრია წამში); ასე, რომ ტყვია ეკვატორზედაც კი “გაასწრებდა მზეს”. თანამედროვე ქვემეხები კიდევ უფრო მეტი საწყისი სიჩქარით ისვრიან ყუმბარებს. რომელნიც პირველ წამში აღწევენ 2,000 მეტრს; ყუმბარის შემდგომ მოძრაობაში ეს სიჩქარე, რა თქმა უნდა, თანდათანობით კლებულობს.
ჯერ კიდევ ამ ცოტა ხნის წინათ ფიქრობდნენ, რომ ფრინველები თავის სასეზონო გადაფრენის დროს, დიდ სიჩქარეს ანვითარებდნენ, მაგალითად, დამტკიცებულად მიაჩნდათ, რომ ამ დროს მერცხალს შეუძლია განავითაროს 300 და კიდევ უფრო მეტი კილომეტრის სიჩქარე საათში. ფრინველთა გადაფრენის უახლესი გამოკვლევებით კი დადასტურდა, რომ ასეთი წარმოდგენა შემცდარია და ფრთოსანთა სამყაროდან თვით უსწრაფესი ფრინველებიც კი ანვითარებენ შედარებით ზომიერ სიჩქარეს — არა უმეტეს 90 კილომეტრისა საათში: საფოსტო მტრედი — 19 მ წამში, არწივი — 23 – 24 მ წამში და მერცხალი — 24 მ წამში.
Комментариев нет:
Отправить комментарий