среда, 27 апреля 2011 г.

საჭადრაკო დაფის ლეგენდა


 
ჭადრაკი ერთერთი უძველესი თამაშია. უკვე მრავალი საუკუნეა გასული რაც იგი არსებობს, მაგრამ დღესაც არ დაუკარგავს პოპულარობა. იგი გვასწავლის ლოგიკურ, თანმიმდევრულ აზროვნებას, მოთმინებას. ბრძოლის წარმატებით განვითარება მებრძოლთა გამჭრიახობაზე, ცოდნასა და ნებისყოფაზეა დამოკიდებული. იმარჯვებს ის, ვისი ჩანაფიქრიც უფრო ღრმაა და რეალური. ამიტომ იგი გონებრივი გართობის უებარ საშუალებად ითვლება.
ჭადრაკის წარმოშობის შესახებ მრავალი თქმულება არსებობს. თუმცა მისი ხანდაზმულობის გამო შუძლებელია სიმართლეში გარკვევა.
ერთერთი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ინდუსთა მეფე შერამს ძალზედ მოსწონებია ეს თამაში და გადაუწყვეტია დაესაჩუქრებინა მისი გამომგონებელი. გამომგონებელი აღმოჩნდა უბრალოდ ჩაცმული მეცნიერი, სახელად სეტა, რომელიც თავს მოწაფეებისაგან აღებული შემოსავლით ირჩენდა.. მეფემ თავისი დიდებულება გამოამჟღავნა და ჯილდოდ ქვეშევრდომს ნებისმიერი სურვილის ასრულებას შეჰპირდა.
სეტამ დრო ითხოვა სურვილის მოსაფიქრებლად. მეორე დღეს კი გამოცხადდა სასახლეში და ჯილდოდ ხორბლის იმდენი მარცვალი მოითხოვა, რამდენიც დაეტეოდა საჭადრაკო დაფაზე, ოღონდ ისე, რომ პირველ უჯრაში ყოფილიყო ერთი მარცვალი. მეორეში ორი, მესამეში ოთხი, მეოთხეში – 8 და ა.შ.
მეფე დათანხმდა სეტას სურვილს, თუმცა გაბრაზდა, რადგან მისი აზრით, უმადურმა სეტამ ვერ ისარგებლა მისი მეფური გულუხვობით და ასეთი უბრალო ჯილდო მოითხოვა.
სადილობის შემდეგ მეფემ იკითხა, იქნა თუ არა შესრულებული სეტას მოთხოვნა. მოახსენეს, რომ მათემატიკოსები უკვე ითვლიდნენ, თუ რამდენი მარცვალი უნდა გაეცათ მისთვის. საღამო ხანსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მიცემული მისთვის ჯილდო. მეფე განრისხდა და ბრძანა, რომ დილისთვის აუცილებლად შესრულებულიყო მისი მოთხოვნა.
დილით მეფეს მათემატიკოსთა უხუცესი ეახლა და მოახსენა, რომ იმდენი მარცვალი რამდენიც სეტამ მოითხოვა არ მოიპოვებოდა არც ინდოეთისა და არც მსოფლიოს ბეღლებში. მხოლოდ იმ შემთხევაში იქნებოდა შესრულებული მისი სურვილი, თუU ყველა სამეფოს გადააქცევდნენ სახნავ მიწებად, დააშრობდნენ ზღვებს, ოკეანეებს, გაალღობდნენ მყინვარებს, დათესდნენ ხორბალს და მიღებულ მოსავალს გადასცემდნენ სეტას. მეფე დაინტერსდა თუ რას უდრიდა ეს რიცხვი. აღმოჩნდა, რომ იგი წარმოადგენდა თვრამეტი კვინტილიონ ოთხასორმოცდაექვსი კვადრილიონ შვიდასორმოცდაოთხი ტრილიონ სამოცდაცამეტი ბილიონ შვიდასცხრა მილიონ ხუთასორმოცდატთერთმეტათას ექვსასთხუტმეტს.
ეს მეტად დიდი რიცხვია. ამ რაოდენობის ხორბალი რომ დაეტიოს საჭიროა ბეღელი, რომელსაც თუ სიმაღლე ოთხი მეტრი ექნება , ხოლო სიგანე ათი მეტრი, მაშინ მისი სიგრძე სამასი მილიონ კილომეტრზე გადაიჭიმებოდა, რაც უფრო მეტი მანძლია, ვდრე დედამიწიდან მზემდე.
ცხადია ინდუსთა მეფეს ასეთი ქონება არ ჰქონდა, მაგრამ იგი უფრო გამჭრიახი რომ ყოფილიყო მათემატიკაში, თავად სეტას უბრძანებდა დაეთვალა კუთვნილი ჯილდო. თუმცა ადვილი მისახვედრია, რომ მეცნიერს მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრების წლები რომ შეეწირა ამ საქმისათვის, მიიღებდა მოთხოვნილი ჯილდოს მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს.

1 комментарий: