понедельник, 18 апреля 2011 г.

დრო და საათი

დრო ყველაზე მნიშვნელოვანია  ცხოვრებაში. ყოველი წუთი, ყოველი წამი განუმეორებელია. ვერასოდეს დააბრუნებ წარსულს. მისი მნიშვნელობის და პრაქტიკული გამოყენების გამო დროის გასაზომად გამიოგონეს ხელსაწყო "საათი". პირველი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ადამიანმა შეძლო დროის გაზომვა, იყო მზის საათი. ჰორიზონტალურ სადგამზე  ვერტიკალურად დარჭობილი ჯოხი, რომელსაც ჰქონდა დანაყოფებიანი წრე-ციფერბლატი. ჯოხის ჩრდილის სიგრძე და მიმართულება მიუთითებდა მზის სიმაღლეს და მდგომარეობას მერიდიანის მიმართ. დღის განმავლობაში მზის ჩრდილი ეცემოდა ციფერბლატს და წრეზე მოძრაობდა. ასე საზღვრავდნენ დროს ეგვიტესა და საბერძნეთში ძვ.წ.აღ- ით ||| ათასწლეულში.  საქართველოში  გელათის სამანასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს მინაშენზე მე-13 საუკუნეში გამოსახეს მზის საათი, რომლითაც მზის დახრილობის მიხედვით გებულობნენ დროს.
 
 უკვე II ათასწლეულში ჩვ. წ-მდე ინდოეთსა და სხვა ქვეყნებშიც იყენებდნენ წყლის საათს. დროს აღრიცხავდნენ დანაყოფებიან ჭურჭელში სავზე რეზერვუარიდან თანაბარი ინტერვალებით წვეთ-წვეთად ჩამდინარე წყლის დაგროვილი რაოდენობის მიხედვით.
 
 
გარდა ამ ორი ტიპის საათისა, აგრეთვე გამოიყენებოდა სანთლის საათი  სპეციალურ სადგამზე დამაგრებული სანთელი ნელა იწვოდა, ხოლო მის უკან მდგარი საზომის საშუალებით ხდებოდა გასული დროის პერიოდის დადგენა.
შუა საუკუნეებში რაინდები შერკინებისას დროის გასაზომად ქვიშის საათს იყენებდნენ. ბოლო მთავრდებოდა მაშინ, როცა ქვიშის საათის ერთი ნაწილი მეორეში ჩაიცლებოდა.
 
 
 
 მექანიკური საათები მე-6 საუკუნიდან მოიხსენიება. საათის კონსტრუქციამ და სამოძრაო მექანიზმმა დიდი ცვლილებები განიცადა. თანამედროვე მექანიკური საათის გამომგონებელია კრისტიან ჰიუიგენსი, რომელმაც 1657 წელს საათის ისრების ასამოძრავებლად ქანქარა გამოიგონა.
საათის მუშაობა ემყარება მუდმივ პერიოდულ პროცესებს (დედამიწის ბრუნვას, ელექტრულ რხევებს, ქანქარას, კვარცის ფირფიტასა და მოლეკულაში ატომების რხევებს და სხვა). საათი არის საყოფაცხოვრებო (მაჯის, მაგიდის, კედლის, კოშკისა და ა. შ.) და სპეციალური დანიშნულებისა (რადიოშუქურის, სასიგნალო, საპროცედურო, ასტრონომიური, საჭადრაკო, სატაბელო და სხვა). მეტად ზუსტია კამერტონიანი საათი, რომელშიც გამოყენებულია კამერტონის სტაბილური რხევები (ცდომილება დღე-ღამეში ± 0,1 წმ), კვარციანი საათის მუშაობა ემყარება პიეზოელექტრულ ეფექტს [ცდომილება 100 ნწმ (10-7 წმ)]. მოლეკულური და ატომური საათის სვლის კორექტირება ხდება მოლეკულური გენერატორით [ცდომილება 100 ნწმ (10-9 წმ)].
 XX საუკუნიდან ჩნდება ე.წ ატომური და კვარცის საათები, რომელთა სვლის სიზუსტე ფანტასტიკურად დიდია. ამ საათებში ქანქარას როლს შესაბამისად ატომური და კვარცის გენერატორები ასრულებს. ასეთი საათების ყველაზე სრულყოფილ სახეობას ელექტრონული საათი ეწოდება. დღეს დღეისობით ყველაზე პრესტიჟული საათის მწარმოებელ ფირმად ითვლება; როლექსი, კასიო, სიტიზენი და სეიკო.
 
 
 

пятница, 15 апреля 2011 г.


გრადუსებზე და წამებზე

შეიძლება ვინმემ არ იცის, ასეთები დარწმუნებული ვარ მრავლად არიან, თუ საიდან წარმოდგება სამოცად დაყოფის პრაქტიკა დროისა და კუთხეების ათვლისას. ჰოდა, სპეციალურად მათთვისაა ეს ტექსტი, რომელიც ძველი ჟურნალების ფურცლვისას შემომხვდა…
ძველ შუამდინარეთში, ტიგროსისა და ევფრატის აუზში ძველი შუმერები სახლობდნენ, რომელთაც საგრძნობი კვალი დატოვეს კაცობრიობის ისტორიაში. მავანნი იმასაც ამტკიცებენ, რომ შუმერები ქართველების წინაპრები არიანო, თუმცა ამ თემას მოდით გვერდი ავუაროთ და ძვ. შუმერთა მათემატიკურ მიღწევებზე შევაჩეროთ ყურადღება, რომელიც თავის მხრივ განვითარებული ვაჭრობით იყო განპირობებული.
შუმერებს არამხოლოდ ბორბალი, ირიგაცია და დამწერლობა გამოუგონიათ. მათ ასევე აღებ–მიმცემობის ერთეულის, ე.წ. ფულადი ერთეულის შექმნის პირველობასაც მიაწერენ. მათ ფულად ერთეულს მინა ერქვა და ის ვერცხლის ულუფას წარმოადგენდა, რომელსაც ჩვეულებრივ ორ ნაწილად ყოფდნენ, ვინაიდან 1 მინის მსყიდველობითუნარიანობა საკმაოდ მაღალი იყო. თითოეული ნახევარი თავის მხრივ კი სამ ნაწილად იყოფოდა და საბოლოო ჯამში ძვ. შუმერებს შორის მეექვსედი მინის შესაბამისი ვერცხლის ულუფები მიმოიქცეოდა.
შუამდინარეთში შუმერების მახლობლად კიდევ ერთი ხალხი სახლობდა, აქადეველები, რომელთა ფულად ერთეულსაც შეკელი ეწოდებოდა. როგორც ჩანს აქადეველთა “ვალუტა” არც თუ ისე მყარი იყო მინასთან მიმართებაში – მეექვსედი მინა 10 შეკელში იცვლებოდა, რაც ჯამში ჩვენთვის საინტერესო კურსს იძლეოდა: 1 მინა უდრიდა 60 შეკელს. ამასთან 60 ძალიან საინტერესო რიცხვია და გამყოფების დიდი რაოდენობით გამოირჩევა. ის უნაშთოდ იყოფა 2 , 3,  4, 5, 6–ზე და შესაბამისად ხურდის მიცემა ერთობ მოსახერხებელი იყო.
ძვ. ბაბილონელებმა რიცხვი 60 თვლის ერთეულად აირჩიეს და შესაბამისად სამოცობით არამხოლოდ აღებ–მიმცემობის დროს აზროვნებდნენ შუამდინარელები. მათ ერთი მინა წრეს შეუსაბამეს და მისი ნაწილები 60 ნაწილად გაყვეს. ასევე პატარა ნაწილები კიდევ სამოცად და ა.შ. შესაბამისად შემთხვევითი არ არის, რომ 1 გრადუსის მესამოცედ ნაწილს მინუტი ჰქვია, 1 მინუტის მესამოცედ ნაწილს კი სეკუნდი.
ძვ. ბერძნების, არაბებისა და დას. ევროპული მათემატიკური სკოლების წარმომადგენლებმა აჩვენეს, რომ სამოცობითი სისტემა ძალიან მოსახერხებელია, თუმცა ამავდროულად მოუხერხებელიც. მისი მოხერხებულობა ზემოხსენებული გამყოფების სიმრავლითაა განპირობებული, მოუხერხებლობა კი – პოზიციური ჩანაწერის სირთულით. სამოცობით სისტემაში 60 სიმბოლოა საჭირო რათა პოზიციური ჩანაწერი ვაწარმოოთ.

воскресенье, 10 апреля 2011 г.

მათემატიკა

მათემატიკა არის მეცნიერება,
რომელიც ეფუძნება აბსტრაგირებას,
დედუქციურ მსჯელობას და
სიმბოლურ ლოგიკას. ზოგჯერ
მათემატიკას აღწერენ როგორც
მეცნიერებას რიცხვების,
გეომეტრიული ფიგურების და
გარდაქმნების შესახებ. უფრო
ფორმალური თვალთახედვით
მათემატიკა სწავლობს აქსიომატურად განმარტებუ აბსტრაქტულ
მათემატიკურ სტრუქტურებს.
ერთის მხრივ მათემატიკა იქმნება წმინდა თეორიული
ინტერესების გამო – წმინდა მათემატიკა. მეორეს მხრივ
მათემატიკური კვლევა სათავეს იღებს საბუნებისმეტყველო
მეცნიერებებიდან, გამოიყენება ინჟინერიაში, მედიცინაში და
ეკონომიკაში – გამოყენებითი მათემატიკა.
ტერმინი მათემატიკა ბერძნული წარმოშობისაა, μάθημα (máthema)
„მეცნიერებას, ცოდნას, სწავლას“ ნიშნავს,

ალბერტ აინშტაინი


ალბერტ აინშტაინი გენიოსად მხოლოდ ფიზიკაში უდიდესი აღმოჩენების გამო არ ითვლება. პროფესორი აინშტაინი იყო ფილოსოფოსი, რომელსაც ყველაფერთან ერთად შესანიშნავად ესმოდა წარმატების მიღწევის კანონებიც და ისევე ნათლად ხსნიდა მათ, როგორც თავის განტოლებებს.

ეს კი მისი 10 გამონათქვამია სიბრძნის იმ უსასრულო ზღვიდან, რაც ამ მართლაც საოცარმა ადამიანმა ცხოვრების გასაადვილებლად დაგვიტოვა.



1. ადამიანს, რომელიც არასოდეს შემცდარა, არასდროს უცდია რამე ახლის გაკეთება.
ადამიანთა უმრავლესობა არ ცდილობს გააკეთოს რამე ახალი, სწორედ შეცდომის დაშვების შიშით. არ უნდა გეშინოდეთ. ხშირად ადამიანი მარცხის მერე უფრო ხვდება წარმატების საიდუმლოს.

2. განათლება არის ის, რაც რჩება ადამიანს, როცა ყველაფერი დაავიწყდება, რაც სკოლაში ასწავლეს.
30 წლის შემდეგ თქვენ უეჭველად დაგავიწყდებათ ყველაფერი, რასაც სკოლაში გასწავლიდნენ. გემახსოვრებათ მხოლოდ ის, რაც სინამდვილეში თავად ისწავლეთ.

3. ჩემს წარმოსახვაში მე თავისუფალი ვარ ვხატო, როგორც მხატვარმა. წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია! ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვა კი სამყაროს მოიცავს.
ის, რასაც დღეს კაცობრიობამ მიაღწია, ჩვენი პაპის პაპების წარმოსახვის წყალობითაა. მომავლის მიღწევები კი ჩვენი წარმოსახვის შედეგი იქნება.

4. შემოქმედების საიდუმლოება მდგომარეობს საკუთარი აღმაფრენის წყაროთა დაფარვის უნარში.

5. ადამიანი ფასდება იმით, თუ რას აძლევს იგი ადამიანებს და არა წარმატებით. ეცადეთ, იყოთ არა წარმატებული, არამედ დაფასებული ადამიანი.
თუ შევხედავთ დიდ ადამიანებს, დავინახავთ, რომ თითოეულ მათგანს აქვს რაღაც მიცემული კაცობრიობისთვის. უნდა გასცეთ, რათა გქონდეთ აღების შესაძლებლობა. როცა თქვენი მიზანი ამ ქვეყანაზე ფასეულობათა გამრავლება ხდება, ცხოვრების ახალ საფეხურზე ადიხართ.

6. შეგიძლიათ იცხოვროთ ორნაირად: გჯეროდეთ, რომ სასწაული არ არსებობს, ან გჯეროდეთ, რომ ყოველივე ამ სამყაროში - სასწაულია.
თუ ისე იცხოვრებთ, თითქოს არავითარი სასწაული არ არსებობს, წინააღმდეგობები არ გექნებათ. ხოლო თუ თქვენთვის ყველაფერი სასწაულია, ცხოვრების უმნიშვნელო სილამაზითაც დატკბებით. ორივე ხერხით ცხოვრება კი ბედნიერს და წარმატებულს გაგხდით.

7. როცა ვსწავლობ საკუთარ თავსა და აზროვნების წესს, მივდივარ დასკვნამდე, რომ წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე აბსტრაქტული აზროვნების სხვა ნებისმიერი ნიჭი.
მიეცით თქვენს წარმოსახვასა და ფანტაზიას შესაძლებლობა, შექმნას ისეთი სამყარო, სადაც ისურვებდით ცხოვრებას.

8. ცხვრის ფარის სრულუფლებიან წევრად რომ იქცე, ჯერ ცხვარი უნდა იყო.
თუ გსურთ წარმატებული მეწარმე გახდეთ, ბიზნესი ახლავე უნდა დაიწყოთ. დაწყების სურვილი, მაგრამ შედეგების შიში შედეგს არ მოგიტანთ. და ეს წესი ცხოვრების ყველა სფეროში მოქმედებს.

9. ჯერ თამაშის წესები უნდა ისწავლო. მერე კი ყველაზე უკეთ თამაში.
ყოველივე გენიალური - მარტივია.

10. ძალიან მნიშვნელოვანია არ შეწყვიტოთ კითხვების დასმა. ცნობისმოყვარეობა ადამიანს შემთხვევით არ მისცემია.
სწორი გადაწყვეტილების საპოვნელად ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის სვამენ კითხვებს. შეეკითხეთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. ახლის გაგებასთან ერთად საკუთარი ზრდის გაანალიზებასაც მოახერხებთ.